ჩვენი სიმბოლოა ყველაზე დიდი ჭადარი საქართველოში, რომელიც დგას ქალაქ თელავის ცენტრში, მის ისტორიულ უბანში "ბატონის ციხე”-სა და "ბატონის წყარო”-ს მიდამოებში, კერძოდ კი საქართველოს სახელგანთქმული მეფის, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ. ეს ხე კარგადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში თავისი ხანდაზმულობითა და სიდიდით, ანუ შეიძლება ითქვას სიდიადით, რომელიც დაახლოებით 800 წლისაა, სიმაღლით არის 40 მეტრი და მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. ცნობილია, რომ ამ ჭადარს სანახავად სწვევიან დიდი ქართველი მწერლები ილია, აკაკი, ვაჟა და სხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი მოღვაწეები. როგორც ადრე, ეს ხე დღესაც მრავალ მნახველს იზიდავს და ხიბლავს თავისი სიდიადითა და სილამაზით. ვინაიდან გენეალოგიურ სიმბოლიკაში საყოველთაოდ აღიარებულია ხის გამოსახულება, გადავწყვიტეთ ჩვენი საიტისათვის ასეთად ქცეულიყო ეს ყველაზე ცნობილი, ასაკოვანი და დიდი ხე საქართველოში. ხოლო, რა ჩანაფიქრია და აზრი გატარებული ამ ჭადრის ‘ქართული გენეალოგიის’ სიმბოლოდ არჩევანში, დიდი ილიას თქმისა არ იყოს 'წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა'.
საიტის ავტორი და შემდგენელი რეზო ხუციშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნეტავი შემატყობინა, მამა-პაპანი რა ქნილან, ან მოყვარული ცოლ-ქმარნი უდროოთ რისთვის გაყრილან? დაცლილან ნასახლარები, ზოგნი სულ წმინდათ აყრილან, ამ სოფელს აღარ დამდგარან, იმ სოფლის მკვიდრნი შაქმნილან.
[ხალხური]
არგაგონდებაარცმამა, დედა, ანძმა, ანუდა, ანსახლი, კარი?
ილია (განდეგილი)
და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს, ჯიში გმირული, ჯიში ქართული, ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო, სატევარით და ცხენით განთქმული [ლადო ასათიანი]
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ - ჩემი სამშობლო ის არი [რაფიელ ერისთავი]
...შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება. [ილია ჭავჭავაძე]