რას გთავაზობთ
გენეალოგიური და ისტორიული გამოკვლევებით დაინტერესებულ პიროვნებებს ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
 
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული მომსახურება ფასიანია და განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეკვეთაზე მუშაობა დაიწყება ავანსის გადახდის შემდეგ, რომელიც შეადგენს მთლიანი საფასურის 50%.  
  • გვარის ისტორიას ჩვენ ვიკვლევთ ძველ საარქივო საბუთებში, სიგელ–გურჯებში, დავთრებში, XIX ს. საეკლესიო ჩანაწერებში ე. წ. მატრიკულ წიგნებსა და იმ დროისათვის სხვადასხვა დროს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერების დოკუმენტებში თუ სხვ. ამას ემატება იმ სპეციალურ ლიტერატურაზე მუშაობა, სადაც საუბარია ქართული გვარების ისტორიაზე, წარმომავლობაზე და სხვ. აღნიშნული მასალიდან დგინდება თუ საიდან წარმოიშვა ესა თუ ის გვარი, როდიდან გვხვდება იგი საისტორიო წყაროებში, რომელ მხარეს/რაიონს/სოფელს განეკუთვნებოდნენ ისინი, რა სოციალური სტატუსი გააჩნდათ,  მათი მიგრაცია, რაოდენობა  და  ა. შ., ანუ იწერება გვარის ისტორია, რის საშუალებასაც არსებული მასალა იძლევა. ასეთ გამოკვლევებს სჭირდება სულ მცირე ერთი თვე, რომლის ღირებულება განისაზღვრება 900 ლარიდან {შესაძლოა საბანკო გადარიცხვა}. 
     
  • გენეალოგიური ხის და მსგავსი სამუშაოს შესრულების ვადისა და ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია მის სირთულეზე, ანუ, თქვენ რა სიზუსტის ინფორმაცია გაგაჩნიათ თქვენს წინაპრებზე, რა მოცულობისა და განშტოების გენეალოგიური ნუსხის შედგენა გსურთ და ა. შ. ამ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ჩვენთვის გამოგზავნისთვის გაგვაჩნია სპეციალური ანკეტა, რომელსაც შემოგთავაზებთ მოთხოვნის  შემთხვევაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მონაცემების გამოგზავნა ასეთი ანკეტის გარეშეც {ელ-ფოსტით}. გენეალოგიური კვლევის საორინეტაციო ფასია 1400-1700 ლარი {შესაძლოა საბანკო გადარიცხვა}. 
  • გერბის ფასი განისაზღვრება ფრაგმენტების რაოდენობის, სირთულისა და ზომის მიხედვით.
     
  • საგვარეულო სიგელის შესახებ იხილეთ ეს გვერდი.
  • თქმულებებისა და ლეგენდების შესახებ იხილეთ ეს გვერდი
 
გამოგზავნეთ  წერილი ელ-ფოსტით, რისთვისაც შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ამ სიტყვებზე: გამოგზავნეთ თქვენი მოთხოვნა. პასუხს მიიღებთ დაუყონებლივ. 
 
სამეცნიერო ხელმძღვანელი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იხ. პროფილი>>
ტელ: 5(99) 23-54-17
geogen@geogen.ge (რეკომენდირებული)
 


2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიგვაჩნია. იმავე წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა ‘ყველა სიახლე’ გამოაქვეყნა ჩვენი ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ ქართული გენეალოგიური კვლევების აქტუალობაზე.    
 
მას შემდეგ ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად იკვლევენ საკუთარი გვარის ისტორიას, სიმბოლიკას და სხვ., სამების ტაძარში კი რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. აღნიშნულ საქმიანობაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი, რაც გამოიხატება ამა თუ იმ გვარის ისტორიის გამოკვლევასა და სათანადო ფორმით მომზადებაში. ასეთი სამუშაო ჩავატარეთ შემდეგი გვარების შესახებ: ადამაშვილი [გამოიცა წიგნად], ბარქაია, ბეგიაშვილი [გამოიცა წიგნად], გიორგაძე, გოგოლაძე [გამოიცა წიგნად], გულბანი, დარჩიაშილი, დოხნაძე, ედიშერაშვილი [გამოიცა წიგნად], ელიზბარაშვილი, ვაჩეიშვილი, ვეფხვაძე [გამოიცა წიგნად], თაბორიძე, კენკებაშვილი, ლაღიძე [იხ. ვებ-გვერდზე], ლოლაშვილი, მერებაშვილი,  მოდრეკილაძე, მშვილდაძე, პატარიძე, პირველი, ტაბატაძე, ქობალია [გამოიცა წიგნად], ქსოვრელი, ღვედაშვილი, შელია, ძიმისტარიშვილი, ჯალაბაძე, ჯაჯანიძე...
 
 
 
 
ზემოაღნიშნულ ან გენეალოგიურ კვლევებთან დაკავშირებულ კითხვებზე სიამოვნებით გიპასუხებთ.