გვარები სამცხე-ჯავახეთში, კოლაში, არტაანში, ტაოსა და ბორჯომის ხეობაში


ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნისა და მკვლევარის სერგი ჯიქიას მიერ თარგმნილი და 1941 წელს გამოცემული თურქული ხელნაწერი ”გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი”, რომელიც დათარიღებულია 1595 წლით (იმ დროს ოსმალო მოხელეებმა ახალციხის საფაშო აღწერეს) წარმოადგენს ძვირფას და მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს ქართული გენეალოგიის შესასწავლად. იგი შეიცავს გვარ-სახელების მდიდარ მასალას ჩვენი ქვეყნის იმ პროვინციების შესახებ, რომლებიც გარკვეულ პერიოდში შეიერთა ოსმალეთის იმპერიამ: სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი (მტკვრის ხეობა), ტაო (ჭოროხის ხეობა) და ახლანდელი ბორჯომის ხეობა ვიდრე სოფელ ქვიშხეთამდე. სწორდ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ აღნიშნულ დავთარში მოცემული გვარების ელექტრონულ-ალფაბეტურ ვერსიას.

 

აგრეთვე, თანამედროვე ინფორმაცია მოცემულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის მონაცემების მიხედვით,