ისტორიული საბუთები...


ცნობილმა ისტორიკოს-არქივისტმა, პროფესორმა სარგის კაკაბაძემ (1886-1967) მოიკვლია და გამოაქვეყნა მრავალი ძვირფასი ძველი დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ. მისი შრომები წარმოადგენს აგრეთვე მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს ქართული გენეალოგიის შესწავლისათვის, ვინაიდან მათში მოცემულია შუა საუკუნების დროინდელი მრავალი ქართული გვარი, პიროვნებათა სოციალური მდგომარეობა, საკუთრება და სხვ. წინამდებარე ანბანურ ცნობარში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ის ქართული გვარები, როლებიც გამოქვეყნებულია ს. კაკაბაძის შემდეგ შრომებში: საისტორიო საბუთები, ტფილისი 1913, V ტომად; დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ტფილისი 1921, II ტომად; ბარათაანთ გაყრის წიგნი 1536 წლისა, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი I, გვ. 173-192; აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფილისი 1914; საამილახვრო დავთარი, ტფილისი 1925.