საგვარეულო სიგელი

უცხოეთში ფართოდ დამკვიდერბული ამ ტრადიციის ზოგიერთი ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ: ინგლისური, რუსული ... ანალოგიურად, ქართულ საგვარეულო სიგელში გადმოცემული იქნება გვარის ეტიმოლოგია/წარმომავლობა, მისი პირველი და შემდეგდროინდელი მოხსენიება საისტორიო დოკუმენტებში, განსახლების არეალი, სოციალური სტატუსი, რაოდენობა, სიმბოლიკა (თუ აქვს) და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები. აღნიშნული სიგელის  მოცულობა ძირითადად განისაზღვრება A4 და A3 ფორმატით.  

იგი მზადდება: ხის ან შემკვეთისთვის სასურველი სხვა მასალის ჩარჩოში; მაღალი ხარისხით იბეჭდება ფერადად, თქვენთვის სასურველ ქაღალდზე; ქაღალდი თავსდება შუშის ქვეშ; ქაღალდის გარდა, შესაძლოა ტექსტის მეტალზე განთავსება; სიგელი შეიძლება დამზადდეს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ფორმით, აგრეთვე –  სასურველი დიზაინით და ორნამენტებით; საჭიროების შემთხვევაში დაგიმზადებთ საგვარეულო სიგელის ჩასადებ საჩუქრის ყუთს. ნათესავის ან მეგობრისთვის დამზადებული ასეთი სიგელი შესანიშნავი და ორიგინალური საჩუქარია მათთვის. ამის გარდა, საგვარეულო სიგელი ამშვენებს ოთახსა თუ კაბინეტს, რომლის განთავსება შესაძლოა კედელზე, მაგიდაზე და სხვ.   

ფასები და პირობები
A4 ფორმის ქაღალდზე სტანდარტულ ჩარჩოში: $ 60 [ექვივივალენტი ლარში]
A4 ფორმის ქაღალდზე ორიგინალურ ჩარჩოში: $ 65 [ექვივივალენტი ლარში]
A3 ფორმის ქაღალდზე სტანდარტულ ჩარჩოში: $ 70 [ექვივივალენტი ლარში]
A3 ფორმის ქაღალდზე ორიგინალურ ჩარჩოში: $ 75 [ექვივივალენტი ლარში]
ლითონზე დამზადებული სიგელის ფასი: შეთანხმებით
საჩუქრის ყუთი: 90 ლარი (A4–ის),  100 ლარი (A3–ის).  
თუ გსურთ დიპლომის ადგილზე მიტანა (თბილისში) + 5–15 ლარი. 
შესრულების ვადა 3–5 სამუშაო დღე.
შეკვეთაზე მუშაობა დაიწყება თანხის გადახდის შემდეგ, რომელიც შესაძლოა გადარიცხვითაც.
თუ გსურთ გვარის ისტორიის ვრცელი გამოკვლევა, გთხოვთ იხილოთ გვერდი:
‘რას გთავაზობთ’   

შეკვეთა
მოგვწერეთ ელ–ფოსტით, რომელ ქართულ საგვარეულოზე როგორი სიგელის დამზადება გსურთ. პასუხს მიიღებთ დაუყონებლივ.საგვარეულო სიგელის ტექსტის ნიმუში იხილეთ ქვემოთ.              
ჩვენი მისამართია: geogen@geogen.ge (რეკომენდირებული)
gegenealogy@gmail.com

მობ. ტელ: (+995) 599 23-54-17 

რეზო ხუციშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

იხილეთ სიგელის მაგალითები