გვარები იმერეთში


ქართული გვარები იმერეთში

(გეოგრაფიული საძიებელი)

 

წინამდებარე საძიებელში წარმოდგენილია XIX საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის 200-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში განსახლებული 2.000-მდე ქართული გვარი, რომელიც შედგენილია ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დოკუმენტებზე (აღსარების მთქმელთა სიები, ფონდი 21) დაყრდნობით ამ არქივის დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერაბ კეზევაძის ამავე სახელწოდების ნაშრომის მიხედვით.