აზნაურთა ოჯახების სია


წინამდებარე ანბანურ ცნობარში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ XIX საუკუნის ქართველი  აზნაურებისა და მათი ოჯახის უფროსის ვინაობა, ზოგიერთის დაკავებული თანამდებობაც, ჩინი და სასულიერო პირთა წოდება. აქვე მოცემულია ამ ოჯახების ყველა წევრი და მათი ნათესაური კავშირი. შესაბამის საისტორიო წყაროებში პიროვნებების ასაკი მითითებულია მხოლოდ სამეგრელო-სვანეთის ოჯახთა სიაში, რომლის მიხედვით იგი მოვათავსეთ მრგვალ ფრჩხილებში.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ეხება ქართლ-კახეთის [ქ-კ], იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმის [ი-რ-ლ] და სამეგრელო-სვანეთის [ს-ს] ოჯახებს, ვინაიდან სხვა მხარეების შესახებ ასეთი მასალა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ასეთ ოთხკუთხედ ფრჩხილებში მოთავსებული აბრევიატურით ცნობარში მითითებულია მათი კუთვნილება ქვეყნის დასახელებულ მხარეებთან.
გამოქვეყნებული და საარქივო წყაროები: ზ. ჭუმბურიძე, ქ. ჩხატარაშვილი, "გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები", თბ. 1993; ზ. ჭუმბურიძე, "იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები", თბ. 1999, "ქართლ-კახეთის თავადები და აზნაურები", თბ. 2005; საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 213, ან. 1, საქმეები 2128, 2128ა; ფონდი 214, ან 1,…საქმე 3337; ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 1, საქმე 7784.