გვარები რაჭაში


ქართული გვარები რაჭაში

(გეოგრაფიული საძიებელი)

 

წინამდებარე საძიებელში წარმოდგენილია XIX საუკუნის 40-იან წლებში რაჭის ქალაქებსა და სოფლებში განსახლებული ქართული 400-ზე მეტი გვარი, რომელიც შედგენილია ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დოკუმენტებზე (აღსარების მთქმელთა სიები, ფონდი 21) დაყრდნობით ამ არქივის დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მერაბ კეზევაძის ამავე სახელწოდების ნაშრომის მიხედვით.