ქრონიკები...


ქართული გვარების წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ისტორიკოსის, ფილოლოგისა და საზოგადო მოღვაწის თევდორე (თედო) ჟორდანიას (1854-1916) მიერ სამ წიგნად მომზადებული ‘ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა’ მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნდა: 1892 წელს I ტომი და 1897 წელს II ტომი, ხოლო მოგვიანებით, 1967 წელს გ. ჟორდანიამ და შ. ხანთაძემ გამოსცეს მისი III ტომი. თედო ჟორდანიას აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ უმდიდრეს წყაროს გვარების წარმომავლობისა და ისტორიის შესასწავლად.