თავადთა გვარების წარმომავლობა


საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორიის წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.
 
აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ 1884 წელს ჟურნალ "ივერიაში", სადაც ილია აღნიშნავს, რომ "ეს აღწერა ანუ ისტორია საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარებისა ამოვწერეთ ხელნაწერებიდგან, რომელიც პროფესორს დ. ი. ჩუბინაშვილს ჰქონია თავის ბიბლიოთეკაში". ილიას მიერ "ივერიაში" გამოქვეყნებული გვარების ეს აღწერა სრულად გადაუწერია ხელით ცნობილ მწერალსა და ისტორიკოსს პოლიევქტოს კარბელაშვილს (1855-1936) და ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (ფონდი 1461, საქმე 27). ხოლო, იოანე ბატონიშვილის იგივე ნაშრომი 1997 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა (რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი) ილიას მიერ "ივერიაში" დაბეჭდილი ტექსტის მიხედვით.
 
იოანე ბატონიშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ზოგიერთი ჭეშმარიტი ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება "კიტაიიდან", ეთიოპიიდან, იტალიიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან თუ სხვ. მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.
 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. უნგრელი წარჩინებულები (გრაფები: ჰადიკები, ზიჩები და სხვ.) კი ცდილობდნენ ქართველების თავიანთ სისხლით ნათესავებად გამოყვანას (რ. ხუციშვილი, უნგრულ-კავკასიური პრობლემა, თბილისი 1994, გვ. 212). შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: "ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან..." ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, "ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313).
 
 
ქვემოთ გთავზობთ ასეთი ინფორმაციის ზოგიერთ ნიმუშს: 
 
ავალისშვილი
 
ესენი ძველად იყვნენ ციციანთა გვართაგან შორეულნი ნათესავნი, რომელსაც ამათ წინა-პარსა ავალა ეწოდა. ესენი იყვნენ მოსახლენი ახალციხისა კერძოთა ადგილთა შინა და ოდეს გადგა ათაბეგი და დაიპყრა ახალციხე თვისად შეწევნითა თურქთა წელსა 1601, მათგანი რომელიმე შთავიდნენ იმერეთს. სხვანი მოსახლე იყვნენ ძველადვე მტკვრის ხეობასა შინა და იწოდებოდნენ მტკვრის მოურავად და მერე მტრიანობისა მიზეზითა აიყარნენ და წოდებულნი ავალიანნი ქართლს მოსახლენი და კახეთს მოსახლენი. ხოლო ქართლს მოსახლენი არიან უპირველესნი: 1) პეტრეს შვილები, 2) გოგიას შვილები, ანუ გიორგისა და სხვანი ამათნი სახლის კაცნი, ხოლო იმერეთს შინა რომელნიმე არიან თავადად და რომელნიმე აზნაურად და ესრეთვე ამათ გვარნი არიან ახალციხესა შინაცა. 
 
ავალიშვილი (კახეთის თავადნი)
 
ამათნი წინა-პარნი არიან მონათესავენი თავადთა ავალიანთანი ვითარცა ზემორე აღვწერეთ ავალიანთათვის, ხოლო მოსახლეობენ ესენი კახეთს: 1) გივის შვილები, 2) ივანე მეითრის შვილები.
 
 
მომსახურების პირობები
*      წინამდებარე ანბანურ ვერსიაში მოცემული იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილი ქართველ თავადთა გვარების ისტორიის სრული ტექსტის მისაღებად საჭიროა გადარიცხვით გადაიხადოთ 9 ლარი, ხოლო უცხოეთიდან $ 7 ან € 6.
*      ქვემოთ მოცემულ საბანკო ან სხვა ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ, დაუყონებლივ გამოგიგზავნით ელ–ფოსტით თქვენთვის სასურველი ისტორიის სრულ ტექსტს.  გთხოვთ მოგვწეროთ რომელი გვარის შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება: geogen@geogen.ge
 
                                                 ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები: ხუციშვილი რევაზი
ანგარიშის ნომერი: GE56BG0000000918273000

Bank of Georgia
Intermediary bank: Citibank N. A., New York, USA; SWIFT: CITIUS33
Account with institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
Beneficiary: KHUTSISHVILI REVAZI
Account: GE56BG0000000918273000

 
მობილური:  5(99) 23–54–17
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
 
2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიგვაჩნია. იმავე წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა ‘ყველა სიახლე’ გამოაქვეყნა ჩვენი ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ ქართული გენეალოგიური კვლევების აქტუალობაზე.    
 
მას შემდეგ ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად იკვლევენ საკუთარი გვარის ისტორიას, სიმბოლიკას და სხვ., სამების ტაძარში კი რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. აღნიშნულ საქმიანობაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი, რაც გამოიხატება ამა თუ იმ გვარის ისტორიის გამოკვლევასა და სათანადო ფორმით მომზადებაში. ასეთი სამუშაო ჩავატარეთ შემდეგი გვარების შესახებ: ადამაშვილი [გამოიცა წიგნად], ბეგიაშვილი, გოგოლაძე [გამოიცა წიგნად], გულბანი, დარჩიაშილი, დოხნაძე, ედიშერაშვილი [გამოიცა წიგნად], ელიზბარაშვილი, თაბორიძე, კენკებაშვილი, ლაღიძე [იხ. ვებ-გვერდზე], მერებაშვილი, მშვილდაძე, პატარიძე, პირველი, ტაბატაძე, ქობალია [გამოიცა წიგნად], ქსოვრელი, ღვედაშვილი, შელია, ჯაჯანიძე...
 
თუ გსურთ გვარის ისტორიის მეცნიერული გამოკვლევა ან მასთნ დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიღება, გთხოვთ იხილოთ გვერდი ‘რას გთავაზობთ’, სადაც მოცემულია ჩვენი მომსახურების პირობები.
 
ოფიციალური სია საქართველოს თავადებისა, რომელიც შეტანილია ე. წ. “ბარხატნაია კნიგაში” (ხავერდოვანი წიგნი), გამოცემული  და დამტკიცებული სანკტ-პეტერბურგში, 1850 წ.
  
ბაგრატიონ-მუხრანსკი, აბაშიძე, ფალავანდიშვილი, ჩხეიძე, ხერხეულიძე, ჯამბაკურ-ორბელიანი, მელიქიშვილი, ავალიშვილი, ბეგთაბეგიშვილი, ერისთავი, ბარათაშვილი, მაჩაბელი, დიასამიძე, სოლაღაშვილი, სუმბათაშვილი, ამილახვარი, ბაგრატიონ-დავითაშვილი, ჯავახიშვილი, ფავლენიშვილი, თუმანიშვილი, ხიდირბეგიშვილი, ციციშვილი, თარხან-მოურავი, ამირეჯიბი, ჩოლოყაშვილი, ჯორჯაძე, მაყაშვილი, ტუსიშვილი, გურგენიძე, საგინაშვილი, ხიმშიაშვილი, ჭავჭავაძე, ვახვახიშვილი, ჯანდიერიშვილი, ყარალაშვილი, ლიონიძე, ანდრონიკაშვილი, ვაჩნაძე, ჩერქეზიშვილი, გურამიშვილი, წერეთელი, ჯაფარიძე, აბამელიქი, ბაბადიშიშვილი, რობიტაშვილი