აფხაზები
აფხაზები საქართველოში
 
ანტიკური ბერძნული წყაროები ცალსახად მიუთითებენ, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს სამეფოს კოლხეთის ნაწილს შეადგენდა, რომელიც დასახლებული იყო ქართველი ტომებით (კორაქსი, კოლსი, კოლხები და სხვ.), ხოლო ქალაქები დიოსკურია (დღევანდელი სოხუმი) და პიტიუნტი ან პიტიუსი (დღევანდელი ბიჭვინთა) კოლხებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
 
მოგვიანებით, ძვ. წ. I და II საუკუნეებში აფშილები და აბაზგები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე აფხაზების წინაპრებად მიიჩნევს, პირველად მოიხსენიებიან როგორც ზემოაღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებნი. აფშილები, მართლაც, ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური ტომია. რაც შეეხება აბაზგებს, არ არსებობს მყარი საფუძველი მივაკუთვნოთ ისინი თანამედროვე აფხაზების უშუალო წინაპრებს, მიუხედავად ეთნონიმების `აბაზგისა~ და `აფხაზის~ აშკარა მსგავსების. უკვე IV საუკუნიდან ეს ტომები, მისიმიანებთან (სვანური წარმოშობის ტომი) ერთად ცხოვრობდნენ ლაზიკის/ეგრისის სამეფოში, რომელიც დაარსდა ანტიკური კოლხეთის ტერიტორიაზე. IV-V საუკუნეების განმავლობაში ყველა ამ ტომთა გაერთიანება იმ კულტურული გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში.
ზოგიერთი აფხაზი მეცნიერი (ზ.ანჩაბაძე) წინ სწევს იმ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც აფხაზთა საერისთავოს ეთნიკურ საფუძველს შეადგენდა `აფხაზთა გაერთიანებული ეთნოსი, რომელიც წარმოიშვა ცალკე აფხაზური ტომებისა და მცირე ერების კონსოლიდაციის შედეგად~. ამ ჰიპოთეზამ წინააღმდეგობა გამოიწვია სხვა მკვლევართა მხრიდან (ნ.ბერძენიშვილი, ე.ხოშტარია-ბროსე). აკადემიკოსი დ.მუსხელიშვილი არ ეთანხმება არც ერთ მათგანს, ვინაიდან ადრეული ფეოდალური ეპოქა არ იძლეოდა რაიმე ობიექტურ პირობებს ან რაიმე წინაპირობებს აფხაზთა ტომებისათვის რათა გაერთიანებულიყვნენ ერად. ამ ტომებს არ გააჩნდათ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, სახელმწიფოში სადაც ლაპარაკობენ და წერენ საკუთარ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ გააჩნდათ ის აუცილებელი მინიმალური კომპონენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ტომების ცალკე ერებად გარდაქმნის სათანადო საფუძვლებს. პირიქით, იმ პერიოდში არსებობდა ყველა პირობა რათა ეს ტომები გაერთიანებული ყოფილიყვნენ ცალკე მყოფ ქართველ ხალხთან.
 
ამრიგად, არც ანტიკურ და არც ადრე ფეოდალურ ეპოქაში აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა და აფხაზ ტომებს არასდროს ჰქონიათ თავიანთი საკუთარი სახელმწიფო. აფხაზეთი იყო ქართული სახელმწიფოებრივი ფორმირების განუყოფელი ნაწილი, პირველად კოლხეთის, შემდეგ ლაზიკის (ეგრისის), მოგვიანებით ე.წ. აფხაზეთის სამეფოს და ბოლოს, X საუკუნის ბოლოს იგი იქცა გაერთიანებული საქართველოს ნაწილი და გვიან შუა საუკუნებამდე იგი რჩებოდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად როგორც სხვა საერისთავოები. აფხაზთა მონაწილეობამ ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ტომების ქართულ ეთნოსთან ინტეგრაციაში. უფრო ვრცლად იხ. ვებ.გვერდი ჰტტპ://სოციალ.იატპ.ორგ.გე
 
რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემატიკას, აფხაზთა სამეფოში ქართული ეთნოსი დიდ უმრავლესობას შეადგენდა, ხოლო აფხაზები და აფშილები - თუ არ ჩავთვლით არაქართულ ეთნოსს - წარმოადგენდნენ ამ მოსახლეობის უმრავლესობას. ჩრდილო-კავკასიური ტომების არსებობა, კერძოდ ჯიქების ნაწილის, შესაძლოა ვივარაუდოთ აფხაზთა სამეფოში. ეს სიტუაცია, როგორც ჩანს, ძირითადად არსებობდა შუა საუკუნეების განმავლობაში, გარდა მოგვიანებით ჩრდილო კავკასიიდან აფსუების ტალღის იმიგრაციისა. ამას ადასტურებს XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მონაცემები.  
 
1800 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა 52,0 ათასი აბხაზი; 1832 წელს - 56,6; 1865 წელს - 60,0.

1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აფხაზეთში (იმდროინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სოხუმის ოლქში) ცხოვრობდა 68,773 კაცი, მათ შორის იყო 34,806 ქართველი და 28,320 აფხაზი.

ამის შემდგომ, 1926 წელს აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 201,016, მათ შორის ქართველები - 67,494; აფხაზები - 55,918; სომხები - 25,677; რუსები - 12,553; ბერძნები - 14,045 და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

1939 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქართველთა და აფხაზთა რაოდენობა შედარებით გაიზარდა. ამ დროისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 311,900, მათ შორის ქართველები - 91,900; აფხაზები - 56,200; რუსები - 60,200; სომხები - 49,700.

1959 წლის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად აფხაზეთში სულ ცხოვრობდა 404,700 კაცი, მათ შორის ქართველები - 158,200; აფხაზები - 61,200; რუსები - 86,700; სომხები - 64,400 და სხვ.

1970 წლის აღწერამ აჩვენა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა იყო 487,040, მათ შორის ქართველი - 199,600; აფხაზი -77,300; რუსი - 92,900; სომეხი - 74,900.

1989 წლის მოსახლეობის აღწერით აფხაზეთში ცხოვრობდა 239,9 ქართველი და 93,3 აფხაზი; რუსი - 74,9; სომეხი - 76,5.

2002 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერას აფხაზეთის შიგნით მცხოვრებთა მონაცემები არ გააჩნია, თუმცა მან აჩვენა, რომ აფხაზეთის გარეთ საქართველოში (კოდორის ხეობის ჩათვლით) ცხოვრობდა 3,527 აფხაზი.

წყაროები:

_ მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი 1994, გვ.202;
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 78-112, 282-302;
_ საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.