ქალის სახელები


ტასო - ანასტასია-ს მოფერებითი ფორმაა, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას.

ტატიანა (ბერძნული) " მომწყობი ", " დამფუძნებელი ". განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული სახელია რუსულში. ეს სახელი ჰქვია პუშკინის " ევგენი ონეგინის "  გმირ ქალს. მისი მოფერებითი ტორმებია ტანია, ტატა.

ტერეზა – ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. უკავშირებენ ძველ ბერძნულს, რომლის მიხედვითაც ნიშნავს " დაცვას "  ან " მონადირეს "  (უფრო ზუსტად: " სანადიროდ სიარულს "); სხვაგვარი ვარაუდით, ძველი გერმანული სახელია და ნიშნავს " სიყვარულს "  ან " ძლიერს ".

ტრედონა (ქართული).

ტურფა (ქართული) ჰქვია აკაკი წერეთლის ისტორული დრამის " პატარა კახის "  გმირ ქალს. დღეს შედარებით იშვიათი სახელია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით მას შეეფერება ლათინური " პულხერია "  - " ლამაზი ". ტურფა წარმოშობით არაბული სიტყვაა, ნიშნავს " სიახლეს ", " უცხოს, საუცხოოს, იშვიათ რამეს ", " საჩუქარს ".