ქალის სახელები


ზაირა - თურქული სახელია, მომდინარეობს არაბული ზეჰრა-საგან; " ყვავილს "  ნიშნავს.

ზანდა - ეტიმოლოგია უცნობია.

ზეინაბ (არაბული) " მსუქანი ". ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.

ზიზი (ქართული) " ლამაზი "  (ბავშვის ენაზე). მისი ვარიანტული ფორმებია: ზიზო, ზიზიკო, ზიზილა, ზიზილო.

ზინა, ზინაიდა (ბერძნული) ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისაგან და ნიშნავს " ზევსისა ", " ღვთისა "  (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.

ზინათი (არაბული) " სამკაული ".

ზოია (ბერძნული) " სიცოცხლე ".