სასისხლო სიგელები

·         გურალიძეთა სასისხლო სიგელი, მიცემული 1432 წელს აფხაზ-იმერეთის მეფე ვახტანგის მიერ. “გამოვიდა გურალიძე ჩარაჩე და მისი შვილი ხასი აზნაურისაშვილი და გაუჩინეთ სრული სისხლი ხუთასი ათასი ძუელი თეთრი დაეურვოდეს, სანახშიროდ თხუთმეტი ათასი ძუელი თეთრი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: აფაქიძე, მოლაზონიძე [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 60-62]

·         სასისხლო სიგელი იაკობიძეთა, ბოძებული 1433 წელს თამარ მეფის მიერ. სიგელში ამ გვარის სისხლი განსაზღვრულია “ასოცი ათასი კილმანაური თეთრი”. სიგელში მოხსენიებულია გვარი ფულარიანი (ფოლარიანი) [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 371-374]

·         1429-1452 წწ. სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფის ძის დიმიტრი მეფისა მიცემული კაპანაძისადმი (კაპანაძე). სიგელში სასისხლო ფასი არ არის ნაჩვენები [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 10-11]

·         სასისხლო სიგელი მიცემული თულაძეებისადმი ვახტანგ მეფის ძის ბაგრატის მიერ 1446 წელს. სიგელში სასისხლო ნაჩვენებია ასოცი ათასი ძველი თეთრი კირმანული. სიგელში მოხსენიებულია გვარი გერგესელია [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 13-14]

·         ვაჩნაძეთა სასისხლო სიგელი მიცემული 1455 წელს მეფე გიორგი ალექსანდრეს ძის მიერ. “გაგიჩინეთ თქუენისა გვარისა კაცსა სისხლად რვა ათასი ძველი კირმან(ა)ული თეთრი, სანახშიროსა და საზაოსა გარეთ და სანახშიროთ და საზაოთ გაგიჩინეთ ორასი ათასი კირმანული თეთრი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ალექსიშვილი, ევთვემიშვილი, ვანაშვილი, ხუციშვილი, წირქვალელიძე [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 40-43]  

·         ელიოზისძეთა (ელიოზიძე) სასისხლო სიგელი მიცემული 1457 წელს ბაგრატ აფხაზ-იმერეთის მეფის მიერ. “გაგიჩინეთ ექუსასი ათასი კირმანეული თეთრი, ჩუენცა ახლათ კიდევ გაგიახლეთ ამა რიგითა და დაგიმტკიცეთ ექუსასი ათასი თეთრი როგორც ჩუენსა გაჩენილსა მართებს”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: თითინაძე, ჭაჭაშვილი [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 16-19]

·         გამყრელიძეთა სასისხლო სიგელი მიცემული გიორგი მეფის მიერ 1458 წ. “სასისხლო – 220 ათასი ძველი ცხუმური”. სიგელში მოხსენიებულია გვარი წირქვალელიძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 17-18]

·         ჟურულის სასისხლო სიგელი მიცემული 1460 წელს საქართველოს მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის მიერ. სასისხლო განსაზღვრულია 160 ათასი კოლმანაური თეთრი. სიგელს 1472 წელს ამტკიცებს ბაგრატ მეფეც, რომელიც ამასთანავე განმარტავს: “ვინცა კირმანაულისა თეთრისა ვითარობა არ იცოდეს, კირმანური თანგისა ზომა არის”. სიგელში მოხსენიებულია გვარი ჯორაშვილი [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი I, გვ. 3-7; თ. ჟორდანია, ქრონიკები, წიგნი II, გვ. 278-280] 

·         ქვენიფნეველის ერისთავის სახლის სასისხლო სიგელი მიცემული 1460 წელს საქართველოს მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის მიერ. სასისხლო განსაზღვრულია 170 ათასი კირმანეული [თ. ჟორდანია, ქრონიკები, წიგნი II, გვ. 280] 

·         ორალელისძეთა – კვიტაშვილთა (ორალელიძე, კვიტაშვილი) სასისხლო სიგელი მიცემული საქართველოს მეფის გიორგის მიერ 1463 წელს ქუთაისს. სასისხლო განსაზღვრულია 440 ათასი ძველი ცხუმური 30 ათასით წინსაძღომითა. სიგელში მოხსენიებულია გვარი ჟურულიშვილი [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი III გვ. 436-439]

2
    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.