'ტბეთის სულთა მატიანე'

ტბეთის სულთა მატიანე’- დედანი (XII-XVII სს.) 1874 წელს აღმოაჩინა გიორგი ყაზბეგმა ტბეთის ეკლესიაში. მოგვიანებით, მასში მოცემული დოკუმენტები შეისწავლა და 1977 წელს გამოაქვეყნა ქართველმა მეცნიერმა თინა ენუქიძემ, რომელშიც შესულია მრავალი ძველი ქართული გვარ-სახელი, რამაც განაპირობა მისი წინამდებარე ელეექტრონულ-ალფაბეტური ვერსიის შექმნა.

 

ტბეთის ეკლესია, სადაც ეს დოკუმენტები იწერებოდა, მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეშიშავშეთში. მისი ზემოდასახელებული მატიანე მდიდარია ქართული ისტორიულ-გენეალოგიური მასალით, კერძოდ მის ტექსტში  შესულია 348 გვარი და 21 ტოპონიმი. ეს სახელები ძირითადად მიეკუთვნება შავშეთს, ნაწილობრივ კლარჯეთსა და აჭარას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ამ ტექსტში შესული ზოგიერთი გვარ-სახელის დაბოლოება, რომელთა უმეტესობის დაბოლოვებაა: ‘ძე’, ‘ეთდაშვილი’. მაგრამ, ვხვდებით გვარების შემდეგ დაბოლოებებსაც: ‘ურ’, ‘ელ’, ‘ულ’, ,ფხა’, ‘ია’, ,ნა’, ‘ში’, ‘აკი’, ‘ისადა სხვ.

 

ამ დოკუმენტებში შესული გვართა უმრავლესობა განეკუთვნებოდა საზოგადოების დაბალ ფენებსძირითადად კი კონკრეტული საგნების მწარმოებლებს, რომლებიდანაც წარმოიშვებოდა მათი გვარები. მაგალითად, მეფუტკრიდანმეფუტკრიძე, მჭედლიდანმჭედლიძე და . . რიგ შემთხვევებში სამოქალაქო და საეკლესიო ფენების წარმომადგენლები უშუალოდ არიან მოხსენიებული როგორც მჭედელი, თერძი, ოქრომჭედელი, დიაკონი, მღვდელი და სხვ.   

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.