ვეძებთ გრანტს

პროექტი I

 

ქართული გენეალოგიის ენციკლოპედია

 

პრობლემის მოკლე დახასიათება

 

წინამდებარე პროექტის იდეა სათავეს იღებს ქართული გენეალოგიის მეცნიერული შესწავლის ფართო აქტუალობიდან და მისი ტრადიციებიდან, რომლებშიც საგვარეულოთა ისტორიასა და გენეალოგიური ხასიათის  გამოკვლევებს ერთ-ერთი ძირითადი და განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნებათ. იგი განპირობებულია იმითაც რომ, ისე როგორც ნებისმიერი ერისათვის, აგრეთვე ჩვენთვის, საკუთარი ერის საგვარეულოების ისტორიისა და წინაპართა ვინაობის ცოდნ მაღალი იდეური-განმანათლებლური, აქედან გამომდინარე კი ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის დიდი დატვირთვა გააჩნია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ძნელია სიტყვებით გადმოსცე თუ რა დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია თითოეულ პიროვნებას თავისი საკუთარი გვარისა თუ წინაპრისადმი, შესაბამისად კი როგორი მაღალია მათი ინტერესი ამ ცოდნისადმი და . . 

 

როგორც ცნობილია, გვარი თავისებური სახის ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, საზოგადოების პირვანდელი უჯრედია ანუ ერის განუყოფელი და ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ამავე დროს, გვარი პიროვნების ღირსებასა და თვისებებზეც მიანიშნებს, მას სამართლიანად იყენებენ ადამიანთა დახასიათების დროს, მაგალითად ამბობენ, რომ ეს კაცი კარგი ან ცუდი გვარიშვილიაო და სხვ.  

 

ქართულ გენეალოგიურ, ისტორიულ თუ მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე ფოლკლორში, ხელოვნებასა და . . ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საინტერესო აზრს გვარისა და პიროვნების მნიშვნელობის შესახებ, რომელთა აქ დასახელება შორს წაგვიყვანდა. ამიტომ, მოვიყვანთ მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგის ერთ საკმაოდ ცნობილ ნათქვამს, რომელიცხევისბერ გოჩაშიაქვს გადმოცემული. როდესაც ხევისბერი თავის შვილს ონისეს სამშობლოს დასაცავად აგზავნიდა, თავის პატრიოტულ განწყობას და ძირითად აქცენტს გვარის ღირსებაზე ამახვილებდა. მან ასე მიმართა საომრად მიმავალ თავის ერთადერთ ვაჟს: ”გახსოცდეს ვისი გორისა ხარ!”

 

ამრიგად, ქართული საგვარეულოების ისტორიის შესწავლა და შესაბამისი გენეალოგიური გამოკვლევები, მისი რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრიობისთვის გაცნობა ერთ-ერთ მაღალ აქტუალურ ამოცანად გვესახება. მიგვაჩნია რომ ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება იქნება აღნიშნული შინაარსიის ენციკლოპედიის მომზადება და პირველ რიგში მისი ელექტროული ანუ ინტერნეტის საშუალებით გავრცელება. ხოლო შემდგომ, თუ ამის საშუალება იქნება შესაძლოა ვიფიქროდ მის წიგნებადაც გამოცემაზე. მართალია უკვე არსებობს ზოგიერთი ქართული გვარის ისტორიის შესახებ ცალკეული გამოცემები (მათზე ქვემოთ ვისაუბრებთ), მაგრამ ასეთი სახის ენციკლოპედია ჯერ-ჯერობით ჩვენში არ გამოქვეყნებულა.

 

საკითხის ისტორიოგრაფია და მიმდინარე მდგომარეობა

ქართული გენეოლოგიის მეცნიერულ შესწავლას და კვლევას გარკვეული შორეული ტრადიციები გააჩნია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში სახელოვნმა ქართველმა გეოგრაფმა, ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა ვახუშტი ბატონიშვილმა (1696-1757) დაახლოებით 1745 წელს დაამთავრა თავისი უბადლო შრომა, რომელსაც უწოდა "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელშიც მოცემულია უძველესი ცნობები ქართული წარჩინებული გვარების შესახებ ("ქართლის ცხოვრება", . IV, თბილისი 1973, გვ. 27, 33-37). ხოლო, ცნობილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, მწერლმა და მეცნიერმა იოანე ბატონიშვილმა (1768-1830) შეადგინა გენეალოგიური ნაშრომი "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.

 

მოგვიანებით, ამ დარგში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, პლატონ იოსელიანმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, თედო სახოკიამ, განსაკუთრებით კი სარგის კაკაბაძემ. მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა ეს სფერო გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ამ ასპარეზზე გამოვიდნენ პროფესორები ოლღა სოსელია, ალექსანდრე ღლონტი, ილია მაისურაძე და სხვ. აქვე უნდა ითვას, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ქართულ გენეოლოგიურ კვლევებს წარმატებით ახორციელებენ ისეთი ცნობილი მეცნიერები როგორებიც არიან: იური ჩიქოვანი, ზურაბ ჭუმბურიძე,  იაკობ ახუაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი და სხვ.

 

ზემოდასახელებული და სხვა ავტორემის ნაშრომებს აქ იმიტომ აღარ ვასახელებთ, რომ მათი თითქმის სრული სია გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენს საიტზექართული გენეალოგიადა შეგიძლიათ იხილოთ იგი მის მენიუში სახელწოდებითბიბლიოგრაფია’.

 

რაც შეეხება ამ პროეტის ძირითად თემას ანუ ქართული გენეალოგიის ენციკლოპედიას და მის ელექტრონულ ვერსიას, როგორც ზემოთ ითქვა, იგი საერთოდ არ მოგვეპოვება.   

 

ძირითადი მიზნები

 

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული გენეალოგიური კვლევებისა და შესწავლის თანამედროვე დონეზე განვითარება, ხოლო შემდგომ მისი ფართო პოპულარიზაცია ელექტრონული (პერველ რიგში) და სხვა საშუალებებით. შესთავაზებს რა ამ სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას ენციკლოპედიურ ინფორმაციას, ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვით გენეალოგიური მეცნიერების, ასევე ეროვნული ინფორმატიკის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ფართოდ წარმოჩენასაც. რა თქმა უნდა, ასეთი მიზნის განსახორციელებლად სასურველია (თუ არა აუცილებელი) აღნიშნული ნაშრომის ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გამოქვეყნება.

მართალია, ჩვენი პროექტი გულისხმობს ყველა ისტორიულ-სოციალური ქართული საგვარეულოების (თავადი, აზნაური, გლეხი, სასულიერო პირი...)  ენციკლოპედიის შექმნას, მაგრამ პირველ ეტაპზე ვაპირებთ დავიწყოთ და  მოვამზადოთ მხოლოდ ქართველ თავადთა გვარების ელექტრონული ვერსია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ყველა ქართული საგვარეულოს ენციკლოპედიური ისტორიის შესახებ მასალების ერთდროულად კვლევა-ძიება, ბეჭდვა, რედაქტირება და . . თითქმის შეუძლებელა მიგვაჩნია, ვინაიდან იგი დიდ დროს, ენერგიასა და ხარჯებსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ ეს სამუშაო სამ ნაწილად/ეტაპად უნდა დაიყოს და განხორციელდეს. 

 

რაც შეეხება ჩვენი პროექტის პირველ ნაწილს, მასში მოვიაზრებთ ყველა ქართული თავადური გვარის შეტანას ამ ენციკლოპედიაში, ანუ ენციკლოპედიის პირველი ნაწილის/ტომის სათაური იქნებაქართველ თავადთა გვარები’.

 

I ნაწილის მომზადებ

 

პირველ რიგში დავიწყებთ ქართული თავადური გვარების შესახებ მასალების შეგროვებას. გარკვეული ნაწილი ასეთი მასალებისა უკვე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ავტორების ცალკეულ შრომებში, მაგალითად, . სოსელიას ნარკვევებში დასავლეთ საქართველოს სოციალუ-პოლიტიკური ისტორიიდან, . ჩიქოვანის წიგნების სერიაშიქართული წარჩინებული გვარები’, მისივე და . ბიჭიკაშვილის სხვა ნაშრომებში, . ოთხმეზურის შრომებში ქართული ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, . ახუაშვილის წიგნებში გელოვანებსა და დგებუაძეებზე, . მიბჩუანის წიგნში აფხაზეთის მეფეები და მთავრები და სხვ. ამის გარდა, მრავალი საინტერესო მასალაა დამუშავებული . იოსელიანის, . კაკაბაძისა და სხვათა შრომებში, გამოქვეყნებულია მრავალი სტატიები ჟურნალ-გაზეთებსა და . . ამასთანავე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ამ შინაარსის გარკვეული ელექტრონული ბაზა/საისტორიო მასალები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-საიტზექართული გენეალოგია’.  

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯერ კიდევ შეუსწავლელ ან არასრულყოფილად შესწავლილი ქართული თავადური გვარების შესახებ ახალი საარქივო თუ სხვა დოკუმენტური მასალის გამოვლენას, მათ შორის ფოტოებს და სხვ.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ამ ენციკლოპედიაში შესატანი მასალის შინაარსის, ფორმისა და მოცულობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ მასში წარმოვაჩინოთ ამა თუ იმ გვარის ისტორია, გენეალოგიური ნუსხები/ტაბულები და ილუსტრაციები (ფოტო მასალა და გერბი). სტატიების შინაარსი და ფორმა იქნება ენციკლოპედიებისათვის დამახასიათებელი ანუ მასში შევა მხოლოდ ძირითადი შინაარსი და არსებითი ფაქტები. რაც შეეხება მოცულობას, ვფიქრობთ განვსაზღვროთ თითოეული სტატია 5-10 ნაბეჭდი გვერდით.

აღნიშნული სამუშაოს დასაწყისისათვის წინამდებარე პროექტი   გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-საიტზექართული გენეალოგია’ (შესაძლოა მისი რეკლამირებაც როგორც ჩვენ, ასევე სხვა ვებ-საიტებზე, ტელევიზით და მასმედიის სხვა საშუალებებითაც). იქვე საიტზე, ამ ენციკლოპედიისთვის გამოყოფილ ადგილზე უკვე განთავსებული იქნება ენციკლოპედიაში შესატან ქართველ თავადთა გვარების ანბანური სია (დაახლოებით 105 გვარი), რომელსაც თანდათან შევავსებთ სტატიებით, რითაც მომხმარებელს შუალება ექნება თვალი ადევნოს პროექტის მსვლელობას და მიიღოს ნაწილობრივი ინფორმაცია პროექტის დამთავრებამდე. 

 

დასასრულ. იმ მიზნისათვის რათა წინამდებარე პროექტი განვახორციელოთ ჩვენ გვესაჭიროება გრანტი ან სხვა ფინანსური დახმარება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასეთი გრანტის ან დახმარების მისაღებად ჯერ არავისთვის მიგვიმართავს და არც ეს პროექტი გამოგვიქვეყნებია.

    

პროექტის შტატი, ბიუჯეტი და შესრულების ვადა

 

პროექტის შტატი შედგება 10 კაცისაგან:

 

1. დირექტორი პროფ. . ხუციშვილი----------------------------------- $ 300 x 12 = 3.600

2. სამეცნიერო ხელმძღვანელი,  აკადემიკოსი . ჩიქოვანი---- $ 300 x 12 = 3.600

3. მკვლევარი დ. წერეთელი----------------------------------------- $ 200 x 12 = 2.400

4. მკვლევარი-ენციკლოპედისტი დოც. . ლორთქიფანიძე-------- $ 200 x 12 = 2.400

5. მკვლევარი დოც. . კეზევაძე-------------------------------------------- $ 150 x 12 = 1.800

6. მკვლევარი-ბიბლიოგრაფი . ამირიძე-------------------------------- $ 150 x 12 = 1.800

7. მკვლევარი-არქივისტი . მიროტაძე-----------------------------------$ 150 x 12 = 1.800

8. მთარგმნელები: . უჯმაჯურიძე, . სირაძე--------------------  700 გვ. x $ 8 = 5.600

9. კომპიუტერის ოპერატორი---------------------------------------------- $ 100 x 10 = 1.000

 

სულ პროექტის ღირებულება შეადგენს-------------------------------- $ 24.000

 

ამრიგად, ასეთი შტატითა და ბიუჯეტით აღნიშნული სამუშაოს შესრულებას დასჭირდება ერთი წელი. ხოლო, ენციკლოპედიის პირველი ნაწილის  მოცულობა დაახლოებით შეადგენს 700 გვერდს.

 პროექტი II

აფხაზეთის სახელმწიფო არქივების დოკუმენტური მემკვიდრეობის აღდგენა

აღდგენა ისტორიისა – ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან.
ილია ჭავჭავაძე

კოორდინატორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო ხუციშვილი

პრობლემის მოკლე მიმოხილვა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველები და აფხაზები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ 1992 წელს მათ შორის დაიწყო მკაცრი სამხედრო კონფლიქტი.გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მართებული აზრით, “ომი აფხაზეთში არ წარმოადგენს ომს ქართველებსა და აფხაზებს შორის.იგი არის მმართველი აფსუა ელიტის ომი,რომლის უკან დგანან რუსეთის რეაქციული წრეები” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ინგლისური გამოცემა, თბ., 1994, გვ. 209).
ჩვენ სარწმუნოდ ვართ ინფორმირებული, რომ აღნიშნული ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა აფხაზეთის სახელმწიფო არქივები და მისი დოკუმენტური ფონდები(საქართველოს არქივები,ცნობარი,თბ.2000,გვ.69). აფხაზეთის დედაქალაქის არქივისტების გადმოცემით 1992 წელს სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივი მთლიანად დაინგრა და მისი საარქივო დოკუმენტები ცეცხლმა სულ გაანადგურა.ამ საარქივო დოკუმენტების ევაკუირება შეუძლებლი იყო, ერთი მხრივ თვით პრობლემის მასშტაბის, ხოლო მეორე მხრივ ტრანსპორტზე თავდასხმის მოსალოდნელი საშიშროების გამო.
ამრიგად, აფხაზეთში მიმდინარე მკაცრმა სამხედრო კონფლიქტმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ჩვენი ერის წერილობითი დოკუმენტური მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
აფხაზეთის საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარებოდა როგორც სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, დაარსებული 1929 წელს, ასევე: გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონული სახელმწიფო არქივები. სოხუმში მდებარე ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული იყო დოკუმენტები დათარიღებული 1840 წლიდან 1990 წლამდე. ეს არქივი ინახავდა წერილობით და ფოტო მასალას, რომლებიც შეიცავდნენ ისტორიულ აქტებს, სახელმწიფო, ინდუსტრიული გაერთიანებების, სამხედრო ნაწილების, ქარხნების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე პირადი წარმოშობის ფონდებს და სხვა. ამ არქივის 679 ფონდში დაცული იყო 176 000 შესანახი ერთეული.


პროექტის მიზნები და ამოცანები

წინამდებარე პროექტის უშუალო მიზანია საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივების დოკუმენტებიდან ასლების გადაღების გზით აღვადგინოთ-შესაძლებლობის ფარგლებში- აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მასალები. საქრათველოს მდიდარ საარქივო ფონდებში არსებობს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აფხაზეთის ისტორიისა შესახებ.ეს საარქივო ჩანაწერები წარმოადგენენ შეუდარებელ წყაროს არა მხოლოდ აფხაზეთის განადგურებული საარქივო ფონდების აღსადგენად, არმედ საშუალებას გვაძლევენ ვიფიქროთ თვით სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ხელახლად დაარსებაზე მომავალში.
ზემოაღნიშნული მიზნების მნიშვნელობის უკეთ აღსათქმელად, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ დაახლოებით ათი წლის წინათ ასეთი სახის სამუშაო განახორციელა რუსეთის სახელმწიფო საარქივო სამსახურმა. ამ ღონისძიების შესახებ 1996 წელს პეკინში გამართულ არქივების XIII საერთაშორისო კონგრესზე რუსეთის ფედერაციის არქივების ოფიციალური წარმომადგენელი ვ. ტარასოვი აღნიშნავდა: ”ასეთი თანამშრომლობის ეფექტურობის (იგულისხმება არქივების გადარჩენის საერთაშორისო ღონისძიებები - რ.ხ.) გამოსახულებაა აფხაზეთის საისტორიო არქივის ფონდების აღდგენის მცდელობა, რომლებიც თითქმის მთლიანად გაანადგურა ხანძარმა 1992 წლის ოქტომბერში. აფხაზეთის არქივების ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა რუსეთის სახელმწიფო საარქივო სამსახურს ნაწილობრივ მაინც აღედგინა ხანძრით განადგურებული ეს ფონდები. საპასუხოდ,რუსეთის საარქივო ფედერალურმა ინსტიტუტებმა გამოავლინეს მათ ფონდებში დაცული საარქივო მასალები,რომლებიც ეხებოდა აფხაზეთს.ასეთი დოკუმენტები არსებობდნენ ფაქტიურად რუსეთის ყველა ფედერალურ არქივებსა თუ დოკუმენტების ცენტრებში.ამ მასალების ასლების გადაღება და გადაცემის უზრუნველყოფა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აფხაზეთის საარქივო ფონდების ნაწილობრივ მაინც აღსადგენად.აგრეთვე,აფხაზ არქივისტებს გაეწიათ სათანადო მეცნიერული და მეთოდოლოგიური დახმარება დოკუმენტების აფხაზეთში გადასატანათ” (‘არქივუმ’, ტ. XLIII, მიუნხენი 1997, გვ. 95).

ეს ციტატი გვიჩვენებს და გვაფიქრებინებს,რომ ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებელია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივებშიც, ვინაიდან აქ არის გაცილებით მდიდარი და სარწმუნო დოკუმენტები აფხაზეთის ისტორიის შესახებ. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია აფხაზეთის სახელმწიფო არქივები ქართული საისტორიო წყაროების გარეშე, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ამ განუყოფელ ნაწილს. აგრეთვე მიგვაჩნია,რომ ასეთი სამუშაოების ჩატარება თვით აფხაზთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. ეს საარქივო დოკუმენტები გამოყენებული იქნება აფხაზეთში დაბრუნებული მოქალაქეების გენეალოგიური, სოციალურ-უფლებრივი მდგომარეობის აღსადგენად, კერძოდ, დაბადება-გარდაცვალების, საკუთრების, სამუშაო სტაჟის და ა. შ. დასადგენად.
ზემოდასახელებული საქმიანობის განსახორციელებლად პროექტის პერსონალი უპირველეს მიზნად ისახავს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივებში საარქივო ფონდების გამოვლენას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელ საარქივო ფონდებშია შესაძლებელი აფხაზეთის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. აუცილებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფონდების კლასიფიკაცია,რომელთა წინასწარი ანალიზის გარეშე საქმე გართულდება და იქნება შეუსაბამო.

მეორე ამოცანაა საარქივო საქმეების და შესაბამისად მასში არსებული დოკუმენტების დეფინიცია, ვინაიდან არ არსებობს ზუსტი განსაზღვრებები ან რეგულაციები ამ საარქივო ფონდებში.ვფიქრობთ ამ სამუშაოებისთვის არსებობს სამი გზა:
1.შესწავლილ იქნეს სხვადასხვა საარქივო დოკუმენტთა რიგები, ვინაიდან დადგინდეს მათი ღირებულება აფხაზეთის ისტორიისათვის;
2.ამ თემაზე შედგეს საქმეთა აღწერილობები, რათა განვასხვავოთ ისინი სხვა დანარჩენი დოკუმენტებისაგან;
3.მოხდეს დოკუმენტების დასათაურება, ვინაიდან იგი მრავალ მათგანს საერთოდ არ გააჩნია, ხოლო არსებობის შემთხვევაში შეუსაბამოა ან არასრულყოფილი;

მესამე მნიშვნელოვან ამოცანას შეადგენს აფხაზეთის ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგება. საქმე ის არის, რომ თემატიკა, ქრონოლოგია და პერიოდიზაცია საარქივო აღწერილობების შედგენის ‘პურსა და კარაქს’ წარმოადგენენ.

მეოთხე ამოცანაა ყველა გამოვლენილი დოკუმენტის ასლის გადაღება, შემდეგ მათი აკინძვა და სპეციალურ საარქივო ყუთებში მოთავსება, რათა ისინი სათანადო საარქივო წესების დაცვით დროებით შევინახოთ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივების საცავში(თბილისში), ვიდრე ეს ფონდები აფხაზეთს დაუბრუნდება. ვფიქრობთ, ეს ბოლო ღონისძიება შესაძლებელი გახდება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებისა და იქ ცენტრალური სახელმწიფო არქივის აღდგენის შემდეგ.

დასასრულ. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენ გვესაჭიროება ფინანსური დახმარება ე. წ. გრანტი.

პროექტის პერსონალი, ბიუჯეტი და ვადები

პროექტის კოორდინატორი, პროფესორი რ. ხუციშვილი -----------$400 X 12
კონსულტანტი უნივერსიტეტიდან, პროფესორი გ. შენგელია -----$350 X 12
მკვლევარი აფხაზეთის არქივიდან ნ. ბერულავა ----------------------$200 X 12
ანაწერების მთარგმნელი ------------------------------------------------------$1.000
კომპიუტერის სპეციალისტი -------------------------------------------------$600
ასლების გადაღება---------------------------------------------------------------$1.000
საარქივო ყუთების წარმოება -------------------------------------------------$500
კომპიუტერის შეძენა -----------------------------------------------------------$1.000
                             სულ პროექტის ღირებულებაა ------------------- $ 14.300

ასეთი შემადგენლობის, ტექნიკის და ზემოთ მოცემული ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში, წინამდებარე პროექტი განხორციელდება ერთ წელიწადში

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.