ჩვენუკვეგაგვაჩნიამრავალიასეთიმასალა, რომლებიცჯერარგამოგვიქვეყნებიასაიტზე. ამიტომ, ქვემოთგთავზობთთქვენგანმისაღებიდასასურველიინფორმაციისზოგიერთნიმუშს:
აგიაშვილი
XVII საუკუნეში იმერეთის მეფეს თურქებთან ომი ჰქონია. ომის დროს სხვებთან ერთად მეფის ლაშქარში ომათმათიძეებიც ყოფილან. ერთ ომათმათიძეთაგანს ომში თავისი გმირობით ყველა გაუკვირვებია. მის ვაჟკაცობით აღტაცებულნი იძახდნენ თურმე: “აგია ნამდვილი მამულის შვილი, აგია შვილიო”. მეფეს ამ ომათმათიძის მამაცობით ომი მოუგია და მისი გმირობის აღსანიშნავად ომათმათიძეებისათვის აგიაშვილი უწოდებია.
წყარო:გადმოცემა ჩაწერილია ოლღა სოსელიას მიერ სოფელ ტყაჩირში 1948 წ. ივლისს. მთხრობელი ამავე სოფლის მკვიდრი ერისთო კახია (75 წლის). იხ. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. I, თბილისი 1973, გვ. 210.
აგიაშვილი (იმერეთისაზნაურები). არიანმასხარაშვილებიძველად (იხ. იოანებაგრატიონი-ბატონიშვილი).
წყარო:ნიკოლოზჯომიდავა, 3000 მეგრულიგვარსახელი, თბილისი2001, გვ. 12-13.
kapanaZe
ზოგიერთი ენაგრძელი (მაგ. სიმონიკა ღავთაძე) ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე მგელიჭამიებს უწოდებს კაპანაძის გვარს. ისე, ჩვენში დარჩეს და მე, სიმონიკა ღავთაძის ადგილზე სხვის გვარს საერთოდ არ ვახსენებდი და შევეცდებოდი საკუთარი გვარის გამოცვლას თუ არა, გადასხვფერებას მაინც. ჩემი მონაცემებით "ღავთაძე" ძაღლის (სავარაუდოა ცოფიანის) ყმუილ-ზმუილთანაა ("ღავთ-ღავთ") დაკავშირებული, კაპანაძეები კი ... თუმცა რაღა დასამალია, მოგეხსენებათ, გლეხები იყვნენ დასაბამიდან, ოროყიანი თოხებით შემკობილ-შეიარაღებულნი. ერთ-ერთი მათგანი გაჯიქებია ბატონს, მასაც დაუსჯია ურჩი ყმა და ორმოში დამწყვდეული მშიერი მგლისათვის ჩაუგდია. გასულა ცოტა ხანი და აყვირებულა საწყალი... მგელი, არიქა, მიშველეთ, შემჭამა ამ ოხერმა, კაპანაძემო. მივარდნენ თურმე მსახურნი და რას ხედავენ, გაურჭვია თავწაწყვეტილი ასანთის ღერი პირში და იჩიჩქნის კბილებს ეს ჩვენი კაპანაძე წითელქუდას გასახარებლად. მგელი კი... ფაფუ... აღარაა მგელი. ჰოო, მართლა იმ ლექსში რომაა - "ვინ შეჭამა მგელი"-ო, ვინ და კაპანაძემ.
ასეა თუ ისე მე დიდად არ მჯერა ამ მოარული ზეპირსიტყვიერებისა, მითუმეტეს, რომ არცერთი ჩემი ნათესავისათვის არ შემიმჩნევია მგელთან პირადად შეხვედრის სურვილი. მაინც რამოდენა დაკვირვება გმართებს კაცს - შეცდა ერთხელ ის ჩემი წინაპარი, შეჭამა მგელი და მისცა მერე სალაპარაკო სიმონიკა ღავთაძეს და მისთანებს. თუმცა ერთხელ მღვდელიც შეცდაო. არც ესაა გასამართლებელი საბუთი - მღვდელი რომ შეცდა, ის კაი საქმეზე შეცდა. თუმცა მე, ალბათ შემრცხვებოდა მგელს რომ შეეჭამა კაპანაძე ...
წყარო:ნაწყვეტი თეიმურაზ გრძელიძის მოთხრობიდან"იქ, ზემო იმერეთში"
წყარო:მარიამილურიძე, გვარებიდა“ბუდობები” სოფელმარტყოფში, თბილისი1998, გვ. 21-22.
ცერცვაძე
სოფელი „ვაჭევი“. ამ სოფელში 300-ზე მეტი კომლია და ყველა ცერცვაძეა ერთი-ორი ოჯახის გარდა. როგორც სოფელში ამბობენ ჩვენი გვარიც ამ სოფლიდან წარმოიშვა. პატარა ლეგენდაც კი არსებობს: სამი კაკალი ცერცვი ჩაუვარდათ მორებში და ამისთვის მორები გადაალაგესო. სოფელში ბორცვზე ულამაზესი და უძველესი სასაფლაოა. ეკლესიაც არის და შუასაუკუნეების ხანის პატარა საყდრის ნანგრევებიც. ვაჭევი ჭიათურის რაიონშია. მეზობელი სოფლებია „კაცხი“, „რგანი“...