საგვარეულო სიგელი

უცხოეთში ფართოდ დამკვიდერბული ამ ტრადიციის ზოგიერთი ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ: ინგლისური, რუსული ... ანალოგიურად, ქართულ საგვარეულო სიგელში გადმოცემული იქნება გვარის ეტიმოლოგია/წარმომავლობა, მისი პირველი და შემდეგდროინდელი მოხსენიება საისტორიო დოკუმენტებში, განსახლების არეალი, სოციალური სტატუსი, რაოდენობა, სიმბოლიკა (თუ აქვს) და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები. აღნიშნული სიგელის  მოცულობა ძირითადად განისაზღვრება A4 და A3 ფორმატით. 
იგი მზადდება: ხის ან შემკვეთისთვის სასურველი სხვა მასალის ჩარჩოში; მაღალი ხარისხით იბეჭდება ფერადად, თქვენთვის სასურველ ქაღალდზე; ქაღალდი თავსდება შუშის ქვეშ; ქაღალდის გარდა, შესაძლოა ტექსტის მეტალზე განთავსება; სიგელი შეიძლება დამზადდეს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ფორმით, აგრეთვე –  სასურველი დიზაინით და ორნამენტებით; საჭიროების შემთხვევაში დაგიმზადებთ საგვარეულო სიგელის ჩასადებ საჩუქრის ყუთს. ნათესავის ან მეგობრისთვის დამზადებული ასეთი სიგელი შესანიშნავი და ორიგინალური საჩუქარია მათთვის. ამის გარდა, საგვარეულო სიგელი ამშვენებს ოთახსა თუ კაბინეტს, რომლის განთავსება შესაძლოა კედელზე, მაგიდაზე და სხვ.   

ფასები და პირობები
A4 ფორმის ქაღალდზე სტანდარტულ ჩარჩოში: 80 ლარი
A4 ფორმის ქაღალდზე ორიგინალურ ჩარჩოში: 100 ლარი
A3 ფორმის ქაღალდზე სტანდარტულ ჩარჩოში: 120 ლარი
A3 ფორმის ქაღალდზე ორიგინალურ ჩარჩოში: 140 ლარი
ლითონზე დამზადებული სიგელის ფასი: შეთანხმებით
საჩუქრის ყუთი: 50 ლარი (A4–ის),  70 ლარი (A3–ის). 
თუ გსურთ დიპლომის ადგილზე მიტანა (თბილისში) + 5–10 ლარი.
შესრულების ვადა 3–5 სამუშაო დღე.
შეკვეთაზე მუშაობა დაიწყება თანხის გადახდის შემდეგ, რომელიც შესაძლოა გადარიცხვითაც.
თუ გსურთ გვარის ისტორიის ვრცელი გამოკვლევა, გთხოვთ იხილოთ გვერდი:
‘რას გთავაზობთ’  

შეკვეთა
მოგვწერეთ ელ–ფოსტით, რომელ ქართულ საგვარეულოზე როგორი სიგელის დამზადება გსურთ. პასუხს მიიღებთ დაუყონებლივ. საგვარეულო სიგელის ტექსტის ნიმუში იხილეთ ქვემოთ.             
ჩვენი მისამართია: gegenealogy@gmail.com
ტელ: 237–37–55;  5(99)23-54-17

რეზო ხუციშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ს ა გ ვ ა რ ე უ ლ ო   ს ი გ ე ლ ი
ხუციშვილი
იაკობ ხუცესი

   ქართულ გვარს ხუციშვილს საფუძვლად უდევს სიტყვა ხუცი, რომელიც გვიჩვენებს სოციალურ წარმომავლობას. ხუცი ქართული წარმოშობის უძველესი სიტყვაა და თემის უფროსის მნიშვნელობით იჩენს თავს ჯერ კიდევ VI საუკუნეში. იგი გვხვდება სასულიერი პირის მნიშვნელობითაც V საუკუნეში, ხოლო შემდეგ პირის სახელად.
  
ხუციშვილთა გვარის იტორიასთან დაკავშირებით უძველეს  ცნობას იძლევა ვაჩნაძეთა სასისხლო სიგელი მიცემული 1455 წელს მეფე გიორგი ალექსანდრეს ძის მიერ 
  
იოანე ბაგრატიონი-ბატონიშვილი (1768-1830) ხუციშვილების შესახებ წერდა:     1.ხუციაშვილი (საფალავანდისშვილო აზნაურნი) ესენი არიან იმერეთიდამ მოსრულნი ძველნი აზნაურნი მეფის კარის ხუცესის შვილნი, რომელთაც მსახურებისთვის მეფისა მიიღეს აზნაურობა; 2. ხუციშვილი (სადიასამიძოს აზნაური) ამათნი წინა-პარნი იყვნენ ხუციას შვილებად წოდებულნი, რომელნიცა იმერეთს მკვიდრობდენ და მუნიდგან მოვიდნენ ქართლსა და დასახლდნენ ვახტანგ მეფის დროს 1705 . და ხუციას შვილობა გაუგვარდათ ხუცისშვილებად და არიან მცირე აზნაურნი რომელნიმე აწ ჰსცხოვრებენ იმერეთს და რომელნიმე ქართლს და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაქტატსა შინა; 3. ხუცისშვილი ანუ ტუცის შვილი (საციციანოს ხეობის აზნაური) დიასამიძის სახლის-კაცთა შორის არიან მცირენი აზნაურნი და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.  
   გაზეთი ‘ივერია’ იუწყებოდა, რომ „ხუციანთ ოთხთავი“ იყო ერთადერთი ნავთ–საყუდელი საინგილოს ქრისტიანებისა, იგი იყო მათი ნუგეშინის მცემელი, მათი სასოება და სულიერი მკურნალი. მის თაყვანის საცემლად ინგილონი დიდის კრძალვით იკრიბებოდნენ ხუციანთ ოჯახში, აქ აღანთებდნენ ხოლმე სანთელს, აღაკმევდნენ საკმეველს და ლმობიერებით ითხოვდნენ შველასა და შემწეობასა. „ხუციანთ ოთხთავის“ ბრალია უმთავრესად, რომ ეს განაპირა კუთხე სრულიად არ მოსწყდა საქართველოს და დაიცვა თავისი ხალხოსნობა – ქართველობა, თავისი ენა და რჯული...“
   ცნობები და დოკუმენტები ხუციშვილების შესახებ ვრცლად
XIX საუკუნიდან გვხვდება, საიდანაც შეიძლება მათი კონკრეტული შემადგენლობის ისტორიისა და გენეალოგიური ნუსხის შედგენა. ხუციშვილთა გვარის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცხოვრობენ.
   სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვართა სიაში ხუციშვილი მე–10 ადგილზეა {11.062 კაცი}. ხოლო, 2008 წლის მონაცემებით იგი თბილისში მე–4 ადგილს იკავებს {2.997 კაცი}.

სურათზე; იაკობ ხუცესი

2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიგვაჩნია. იმავე წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა ‘ყველა სიახლე’ გამოაქვეყნა ჩვენი ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ ქართული გენეალოგიური კვლევების აქტუალობაზე.    

მას შემდეგ ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად იკვლევენ საკუთარი გვარის ისტორიას, სიმბოლიკას და სხვ., სამების ტაძარში კი რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. აღნიშნულ საქმიანობაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი, რაც გამოიხატება ამა თუ იმ გვარის ისტორიის გამოკვლევასა და სათანადო ფორმით მომზადებაში. ასეთი სამუშაო ჩავატარეთ შემდეგი გვარების შესახებ: ადამაშვილი [გამოიცა წიგნად], გოგოლაძე, გულბანი, დარჩიაშილი, ედიშერაშვილი, ელიზბარაშვილი, პატარიძე, ქობალია, შელია...

თუ გსურთ გვარის ისტორიის მეცნიერული გამოკვლევა გთხოვთ იხილოთ გვერდი: ‘რას გთავაზობთ’

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.