პიროვნებებს ვინც დაინტერესებულია გენეალოგიური და სხვა ისტორიული ხასიათის გამოკვლევებით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შემდეგი სახის მომსახურება: 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული მომსახურება ფასიანია და განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეკვეთაზე მუშაობა დაიწყება ავანსის გადახდის შემდეგ, რომელიც შეადგენს მთლიანი საფასურის 50%.
გვარის ისტორიას ჩვენ ვიკვლევთ ძველ საარქივო საბუთებში, სიგელ–გურჯებში, დავთრებში, XIX ს. საეკლესიო ჩანაწერებში ე. წ. მატრიკულ წიგნებსა და იმ დროისათვის სხვადასხვა დროს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერების დოკუმენტებში თუ სხვ. ამას ემატება იმ სპეციალურ ლიტერატურაზე მუშაობა, სადაც საუბარია ქართული გვარების ისტორიაზე, წარმომავლობაზე და სხვ. აღნიშნული მასალიდან დგინდება თუ საიდან წარმოიშვა ესა თუ ის გვარი, როდიდან გვხვდება იგი საისტორიო წყაროებში, რომელ მხარეს/რაიონს/სოფელს განეკუთვნებოდნენ ისინი, რა სოციალური სტატუსი გააჩნდათ, მათი მიგრაცია, რაოდენობა და ა. შ., ანუ იწერება გვარის ისტორია, რის საშუალებასაც არსებული მასალა იძლევა. ასეთ გამოკვლევებს სჭირდება სულ მცირე ერთი თვე, რომლის ღირებულება განისაზღვრება 900 ლარიდან {შესაძლოა საბანკო გადარიცხვა}. გერბის ფასი განისაზღვრება ფრაგმენტების რაოდენობის, სირთულისა და ზომის მიხედვით.
გენეალოგიური ხის და სხვა სამუშაოს შესრულების ვადისა და ფასის განსაზღვრა კი დამოკიდებულია მის სირთულეზე ანუ თქვენ რა სიზუსტის ინფორმაცია გაგაჩნიათ თქვენს წინაპრებზე, რა მოცულობისა და განშტოების გენეალოგიური ნუსხის შედგენა გსურთ და ა. შ. ამ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის გაგვაჩნია სპეციალური ანკეტა, რომელსაც შემოგთავაზებთ მოთხოვნის შემთხვევაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ამ მონაცემების გამოგზავნა ასეთი ანკეტის გარეშეც {ელ-ფოსტით}.
ამასთანავე, გთავაზობთ გენეალოგიური ხის შესაქმნელ ქართულ პროგრამას. ვრცლად>>
ზემოაღნიშნულ ან გენეალოგიურ კვლევებთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე სიამოვნებით გიპასუხებთ.
გამოგზავნეთ წერილი ელ-ფოსტით, რისთვისაც დააწკაპუნეთ ამ სიტყვებზე: ’გამოგზავნეთ თქვენი მოთხოვნა’. პასუხს მიიღებთ დაუყონებლივ.
სამეცნიერო ხელმძღვანელი რეზო ხუციშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იხ. პროფილი>> ტელ: 5(99)23-54-17 gegenealogy@gmail.com (რეკომინდირებული) geogen@geogen.ge |