რას გთავაზობთ

პიროვნებებს ვინც დაინტერესებულია გენეალოგიური და სხვა ისტორიული ხასიათის გამოკვლევებით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შემდეგი სახის მომსახურება:

- გვარის ისტორია;

- გენეალოგიური ხის შედგენა;

- პირადი საგვარეულო ნუსხის შედგენა;

- წინაპრებისა და ნათესავების გამოკვლევა, მათი ბიოგრაფიული ფაქტების დადგენა;

- საარქივო დოკუმენტების გამოკვლევა და მათი ასლების მიწოდება;

- შემკვეთს დავეხმარებით აგრეთვე სხვადასხვა ისტორიული თემების გამოკვლევასა და შესწავლაში.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული მომსახურება ფასიანია და განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეკვეთაზე მუშაობა დაიწყება ავანსის გადახდის შემდეგ, რომელიც შეადგენს მთლიანი საფასურის 50%.  
არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში ავანსის თანხა უკან არ ბრუნდება და საპასუხო წერილში აღინიშნება იმ წყაროთა ნუსხა, სადაც მიმდინარეობდა კვლევა მოთხოვნის შესასრულებლად.

გვარის ისტორიას ჩვენ ვიკვლევთ  ძველ საარქივო საბუთებში, სიგელ–გურჯებში, დავთრებში, XIX . საეკლესიო ჩანაწერებში ე. წ. მატრიკულ წიგნებსა და იმ დროისათვის სხვადასხვა დროს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერების დოკუმენტებში თუ სხვ. ამას ემატება იმ სპეციალურ ლიტერატურაზე მუშაობა, სადაც საუბარია ქართული გვარების ისტორიაზე, წარმომავლობაზე და სხვ. აღნიშნული მასალიდან დგინდება თუ საიდან წარმოიშვა ესა თუ ის გვარი, როდიდან გვხვდება იგი საისტორიო წყაროებში, რომელ მხარეს/რაიონს/სოფელს განეკუთვნებოდნენ ისინი, რა სოციალური სტატუსი გააჩნდათ,  მათი მიგრაცია, რაოდენობა  და  ა. შ., ანუ იწერება გვარის ისტორია, რის საშუალებასაც არსებული მასალა იძლევა. ასეთ გამოკვლევებს სჭირდება სულ მცირე ერთი თვე, რომლის ღირებულება იწყება 400 ლარიდან {თანხის გადახდა შესაძლოა გადარიცხვით}.

 

გენეალოგიური ხის და სხვა სამუშაოს შესრულების ვადისა და ფასის განსაზღვრა კი დამოკიდებულია მის სირთულეზე ანუ თქვენ რა სიზუსტის ინფორმაცია გაგაჩნიათ თქვენს წინაპრებზე, რა მოცულობისა და განშტოების გენეალოგიური ნუსხის შედგენა გსურთ და . . ამ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის გაგვაჩნია სპეციალური ანკეტა, რომელსაც შემოგთავაზებთ მოთხოვნის  შემთხვევაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ამ მონაცემების გამოგზავნა ასეთი ანკეტის გარეშეც {ელ-ფოსტით}.


 

ცნობისათვის. თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ პირადი ელექტრონული გენეალოგიური ხე უკვე მრავლად არსებული უცხოენოვანი სპეციალური პროგრამებით . . გენეალოგიური ხის შემქნელით’, ანუ შეიტანოთ მასზე თქვენს ხელთ არსებული გენეალოგიური ინფორმაცია, დოკუმენტები, ფოტოები და . .  სამწუხაროდ ასეთი პროგრამის ქართული ვერსია ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგრამ, შეგვიძლია დაგეხმაროთ უახლესი და საუკეთესო ასეთი პროგრამის შერჩევასა და მათზე ინფორმაციის ქართულად განთავსებაში.

 


ზემოაღნიშნულ
ან გენეალოგიურ კვლევებთან დაკავშირებულ  სხვა კითხვებზე სიამოვნებით გიპასუხებთ.  


გამოგზავნეთ  წერილი ელ-ფოსტით, რისთვისაც დააწკაპუნეთ ამ სიტყვებზე: ’გამოგზავნეთ თქვენი მოთხოვნა’.   პასუხს მიიღებთ დაუყონებლივ.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი
რეზო ხუციშვილი
ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ტელ: 8(99)23-54-17
geogen@geo.net.ge

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2010 Georgian Genealogy. All rights reserved.