ვაჟის სახელები   (ხ)
ხარება (ქართული) დღეს იშვიათად იხმარება. მისგან ჩანს მიღებული გვარები: ხარაბაძე, ხარებავა. ამ უკანასკნელს უკავშირდება სოფლის სახელი მარტვილის რაიონში - ნახარებუ. ( " სახარებავო ").

ხარიტონ (ბერძნული) " მადლიანი ", " გულუხვი ".

ხარლამპი (ბერძნული) " სიხარულით გაბრწყინებული ".

ხახარე (ქართული) " ახარე ".

ხახუტა (ქართული) ნაწარმოებია კნინობითის ‘ტა’ სუფიქსით ხახუ სახელისაგან (ბერიტა, გოგიტა, შოშიტა და სხვა სახელთა მსგავსად). მისგან მომდინარეობს გვარები: ხახუტაშვილი, ხახუტაიშვილი.

ხვთისო (ქართული) " ღმერთისა ". ქართული სიტყვა ღმერთი, ჩვეულებრივ, ბრუნვის დროს იკუმშება და ნათესაობით ბრუნვაში მოდვცა ჯერ ღმრთისა, შემდეგ – ღვთისა (ბგერის დაკარგვა და შენაცვლება) და ბოლოს ღვთისა (ღ→ხ). აქედან კი მეშველი ზმნისა და სუფიქსების დართვით წარმოიქმნა ანთროპონიმები: ღვთისავარ→ხვთისავარ, ღვთისია→ხვთისია, ღვთისო→ხვთისო. ამათგან ამჟამად გავრცელებული და ძირითადი ფორმაა ხვთისო. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული კვირიკე, ებრაული ნაზარ, ქართული უფლისა, ქრისტესია (ქიტესა) და სხვ. გვარებიდან აქ მოგვაგონდება: ღვთისავრიშვილი, ხვთისავარიშვილი, ხვთისიაშვილი.

ხვიჩა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " გაბრწყინებულს ", " მოცინარს ", " მოციმციმეს ". ეს სახელი ჰქვია უიარაღოს " მამელუკის "  მთავარ გმირს. ხვიჩასგან არის წარმოქმნილი გვარი ხვიჩია.

ხირლიჩა (ქართული) მისი პარარელური ფორმაა ხინჩლა, რომელიც მომდინარეობს ყინჩლა-საგან და წარმოადგენს ყინჩ-ის ( " კარგის ") კნინობით ფორმას (გ. ბედოშვილის ეტიმოლოგია).

ხოსრო (სპარსული) " კეთილი სახელის მქონე ", " სახელმოხვეჭილი ", " სახელოვანი ". იხმარებოდა სპარსეთის შაჰების ეპითეტად, აქედან კი საზოგადოდ " მეფის "  მნიშვნელობა შეიძინა. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა. ამათგანაა გვარები: ხოსროშვილი, ხოსიტაშვილი (იხ. აგრეთვე ქაიხოსრო).

ხურსი (სპარსული) " დათვი ". აქედანაა გვარები ხურციძე (←ხურსიძე) და ხურცილავა (←ხურსილავა).

ხუტა, ხუტუ – უკავშირდება ხურიტულს, სადაც ხუტუ ღვთაების ეპითეტია და ნიშნავს " მებრძოლს ". შეადარეთ აგრეთვე ფალაური ‘ხვატა’.

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.