ვაჟის სახელები   (ყ)
ყაისარ - გვხვდება აგრეთვე ყაისო-ს ფორმით. იგივეა, რაც კეისარი ( " მეფე ").

ყარამან (სპარსული) " გმირი ".

ყაფლან (თურქული) " ვეფხვი ". აქედანაა გვარი ყაფლანიშვილი.

ყვარყვარე (ქართული) მიღებული ჩანს უყვარს ზმნის ძირის გაორკეცებით. თუ ასეა, " საყვარელს "  უნდა ნიშნავდეს. ათაბაგთა საგვარულო სახელი იყო და არაერთგზის გვხვდება ისტორიულ პირთა სახელად. ყვარყვარე ჰქვია პოლიკარპე კაკაბაძის კომედიის " ყვარყვარე თუთაბერის "  მთავარ პერსონაჟს, უქნარა მოლაყბეს, რომელიც ხალხს შემთხვევით რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე ჰგონია.
    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.