საქართველოს ეროვნული არქივები ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა სახელმწიფო დაცვაზე მიიღონ და მოუარონ ისტორიულად ღირებულ დოკუმენტებს და ხელმისაწვდომი გახადონ ისინი ფართო საზოგადოებისათვის. ეს არქივები წარმოადგენენ მნიშვნელოვან დაწესებულებებს მათთვის ვინც დაინტერესებულია თავიანთი ოჯახების ისტორიითა და წარმომავლობით, ვინაიდან აქ დაცულია გენეალოგიური შინაარსის დოკუმენტები როგორც საეკლესიო ჩანაწერები, ასევე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე მასალა.
ამრიგად, საქართველოს არქივებში არსებული საისტორიო წყაროები მდიდარია გენეალოგიური სახის ცნობებით. ამ საარქივო დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია შესწავლილ იქნას და დამტკიცდეს დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, სოცალური მდგომარეობის, სამსახურის, რელიგიური კუთვნილების და სხვ. ფაქტები ოჯახის ინდივიდუალური წევრების შესახებ. აღნიშნული გენეალოგიური კვლევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის საარქივო დოკუმენტები: საეკლესიო ჩანაწერები დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების შესახებ, მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, იურიდიული და ნოტარიალური საქმეები, სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სახელმწიფო დაწესებულებების მასალები, უმაღლესი და საშუალო სკოლების, პარტიებისა და ასოციაციების, თავად-აზნაურთა რანგის განმსაზღვრელი კომისიების და მრავალი სხვ. შინაარსის დოკუმენტები.
ძირითად წყაროს გენეალოგიური კვლევებისათვის წარმოადგენს საეკლესიო ჩანაწერები (ე. წ. მეტრიკული წიგნები), რომლებიც თავმოყრილია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისიდან 1921 წლამდე და მოიცავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას. 1921 წლიდან 1927 წლამდე მოქალაქეთა რეგისტრაციის მასალები დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ხოლო 1927 წლიდან დღემდე პერიოდის ეს მასალა მოთავსებულია მოქალაქეთა რეგისტრაციის არქივებში, რომლებიც ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და ინახება იქ მათი შექმნიდან 100 წლის განმავლობაში.
საეკლესიო წიგნების გარდა კიდევ არის სხვა გენეალოგიური შინაარსის წყაროები საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში. ესენია, მოქალაქეთა აღწერები, სიები, განათლების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მასალები. საქართველოს მოქალაქეთა აღწერის დოკუმენტები იწყება 1803 წლიდან, თვით აღწერები კი ქვეყანაში ტარდებოდა ყოველ 10 წელიწადში. მასში მოცემულია ოჯახის წევრთა სახელები, გვარები, მათი ასაკი, საქმიანობა და ნათესაური კავშირები. ეს ინფორმაცია რგისტრირდებოდა სოფელებისა და ქალაქების მიხედვით.
ისტორიულიდოკუმენტები, ტერმინოლოგია, ქრონოლოგია
საბუთიდადოკუმენტიარაქართულიტერმინებია. საბუთიარაბულისიტყვაადაქართულშიშემოვიდა, როგორცჩანს, სპარსულისგზით. იგიქართულადნიშნავსდამტკიცებას, დამოწმებას. საბუთიქართულწყაროებში XVIII საუკუნიდანგვხვდებადამტკიცედიკიდებსფეხს XIX საუკუნეში. დოკუმენტისაერთაშორისოდიპლომატიკურიტერმინიადაწარმოდგებალათინურიზმნიდანdoceo – ვამცნობ, ვასწავლი. ესტერმინიქართულსაისტორიოწყაროებშიარგვხვდება, მაგრამთანამედროვექართულშიუკვედამკვიდრებულია.
ისიდორე დოლიძე განმარტავს, რომ შუასაუკუნებისქართულსამართალშისაკანონმდებლოაქტისაღსანიშნავადრამდენიმეტერმინიიხმარებოდა. ასეთიტერმინებიიყო: წიგნი, სიგელი, გუჯარი, დაწერილი, ბრძანება, ჴელი, პიტაკიდაოქმი.წიგნიყოველგვარი (როგორცოფიციალური, ისეკერძო) საბუთისაღმნიშვნელიზოგადიტერმინიიყო. სიგელიდაგუჯარიმეფისმიერნაბოძებსაბუთსეწოდებოდა; ბრძანებაანოქმი – მეფეთაგანკარგულებას, ხოლოჴელიქვაზეამოკვეთილმეფისბრძანებასგულისხმობდა. სიგელისმნიშვნელობისაღსანიშნავადზოგჯერბრძანებადაპატაკიციხმარებოდა.რაცშეეხებადაწერილს, იგი XV საუკუნემდეიხმარებოდადაიმსაბუთებსეწოდებოდა, რომლებიცმეფისმიერიყოგაცემული, მაგრამზოგჯერსაკანონმდებლოაქტსაცშეიცავდა (მაგალითად, ქართლისერისთავგრიგოლსურამელისდაწერილიშიო-მღვიმისადმი). [ისიდორედოლიძე, ქართულისამართლისძეგლები, ტ. II, გვ. IX]