თავადთა გვარების წარმომავლობა

საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორიის წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.

აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ 1884 წელს ჟურნალ "ივერიაში", სადაც ილია აღნიშნავს, რომ "ეს აღწერა ანუ ისტორია საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარებისა ამოვწერეთ ხელნაწერებიდგან, რომელიც პროფესორს დ. ი. ჩუბინაშვილს ჰქონია თავის ბიბლიოთეკაში". ილიას მიერ "ივერიაში" გამოქვეყნებული გვარების ეს აღწერა სრულად გადაუწერია ხელით ცნობილ მწერალსა და ისტორიკოსს პოლიევქტოს კარბელაშვილს (1855-1936) და ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (ფონდი 1461, საქმე 27). ხოლო, იოანე ბატონიშვილის იგივე ნაშრომი 1997 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა (რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი) ილიას მიერ "ივერიაში" დაბეჭდილი ტექსტის მიხედვით.

იოანე ბატონიშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ზოგიერთი ჭეშმარიტი ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება "კიტაიიდან", ეთიოპიიდან, იტალიიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან თუ სხვ. მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. უნგრელი წარჩინებულები (გრაფები: ჰადიკები, ზიჩები და სხვ.) კი ცდილობდნენ ქართველების თავიანთ სისხლით ნათესავებად გამოყვანას (რ. ხუციშვილი, უნგრულ-კავკასიური პრობლემა, თბილისი 1994, გვ. 212). შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: "ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან..." ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, "ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313).

იხ. აზნაურთა გვარების წარმომავლობა

ოფიციალური სია საქართველოს თავადებისა, რომელიც შეტანილია . . ბარხატნაია კნიგა"-ში (ხავერდოვანი წიგნი), გამოცემული  და დამტკიცებული სანკტ-პეტერბურგში, 1850 . 

 

ბაგრატიონ-მუხრანსკი, აბაშიძე, ფალავანდიშვილი, ჩხეიძე, ხერხეულიძე, ჯამბაკურ-ორბელიანი, მელიქიშვილი, ავალიშვილი, ბეგთაბეგიშვილი, ერისთავი, ბარათაშვილი, მაჩაბელი, დიასამიძე, სოლაღაშვილი, სუმბათაშვილი, ამილახვარი, ბაგრატიონ-დავითაშვილი, ჯავახიშვილი, ფავლენიშვილი, თუმანიშვილი, ხიდირბეგიშვილი, ციციშვილი, თარხან-მოურავი, ამირეჯიბი, ჩოლოყაშვილი, ჯორჯაძე, მაყაშვილი, ტუსიშვილი, გურგენიძე, საგინაშვილი, ხიმშიაშვილი, ჭავჭავაძე, ვახვახიშვილი, ჯანდიერიშვილი, ყარალაშვილი, ლიონიძე, ანდრონიკაშვილი, ვაჩნაძე, ჩერქეზიშვილი, გურამიშვილი, წერეთელი, ჯაფარიძე, აბამელიქი, ბაბადიშიშვილი, რობიტაშვილი

მომსახურების პირობები

*      წინამდებარე ანბანურ ვერსიაში მოცემული იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილი ქართველ თავადთა გვარების ისტორიის სრული ტექსტის მისაღებად საჭიროა გადარიცხვით გადაიხადოთ 7 ლარი, ხოლო უცხოეთიდან $ 7 ან € 6.

*      ქვემოთ მოცემულ საბანკო ან სხვა ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ, დაუყონებლივ გამოგიგზავნით ელ–ფოსტით თქვენთვის სასურველი ისტორიის სრულ ტექსტს.  გთხოვთ მოგვწეროთ რომელი გვარის შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება: gegenealogy@gmail.com

                                                 ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია

პროკრედიტ ბანკი
SBRT: პროკრედიტ ბანკის საბურთალო-გამრეკელის განყოფილება
ბანკის კოდი: 220101922
მიმღები: ხუციშვილი რევაზი
ანგარიშის ნომერი: GE98PC0513600100000223

ProCredit Bank Georgia
0112 Tbilisi, Aghmashenebeli ave. 154
Swift code: MIBGGE22
Beneficiary Customer: Khutsishvili Revazi
Account number and currency: GE98PC0513600100000223

 

ტელ/ფაქსი: 237–37–55
მობილური:  5(99) 23–54–17

gegenealogy@gmail.com
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეზო ხუციშვილი

ქვემოთ გთავზობთ ასეთი ინფორმაციის ზოგიერთ ნიმუშს: 

ამირეჯიბი

ამირაჯიბნი არიან ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულნიცა ურთიერთისა შორის შერევნილნი, გარნა ამირეჯიბობაი გაუგვარდათ სახელისა გამო, ვინაიდგან ამირაჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა შეფისასა რომელიცა ნიშნავს (დაკლადჩიკს). ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდგანვე მოსულნი ქართლში; რომელნიც სახლობენ ზემო ქართსა შინა ზემო ამირაჯიბად და ზემო ამირაჯიბად; ზემონი არიან დავითის შვილები, ხოლო ქვემონი ზაზას შვილები აასპანის შვილები, რომელნიმე ამათ გვარნი სცხოვრობენ იმერეთს აზნაურად და რომელნიმე ახალციხეს ბეგებად წოდებულნი.

ანდრონიკეს შვილი (კახეთის თავადნი)

ესენი არიან გვარით მანოელ კეისრისა ძმის წულნი, რომელნიცა გამოძევებულ იქმნენ საბერძნეთიდგან და მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, ხოლო მეფემან დიდად მიიღო ესე ანდრონიკე სახლეულობითურთ თვისით და უბოძა კახეთსა შინა მამულნი სოფლებითურთ და დაეშენნენ მუნ, რომელსაცა ადგილსა მას ეწოდების აწ საანდრონიკო და სცხოვრებენ მუნიდგან წოდებით თავადათ ანდრონიკე შვილებად, რომელნიცა არიან აწ განყოფით მოსახლენი: 1) პაპუას შვილები, 2) თამაზის შვილები, 3) სოლომონის შვილები, 4) მდივან ბეგის შვილები ანუ ქაიხოსროსნი, 5) მზეჭაბუკის შვილები, 6) ზურაბის შვილები, აწ ზაალის შვილებად წოდებულნი, 7) ერასტის შვილები, ესენი არიან მოსახლედ დავითის შვილებად: 1) დიმიტრის შვილები, 2) ივანეს შვილები, 3) პეტრეს შვილები, ამათ სახლის კაცნი და სხვანი.

2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიგვაჩნია. იმავე წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა ‘ყველა სიახლე’ გამოაქვეყნა ჩვენი ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ ქართული გენეალოგიური კვლევების აქტუალობაზე.    

მას შემდეგ ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად იკვლევენ საკუთარი გვარის ისტორიას, სიმბოლიკას და სხვ., სამების ტაძარში კი რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. აღნიშნულ საქმიანობაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი, რაც გამოიხატება ამა თუ იმ გვარის ისტორიის გამოკვლევასა და სათანადო ფორმით მომზადებაში. ასეთი სამუშაო ჩავატარეთ შემდეგი გვარების შესახებ: ადამაშვილი [გამოიცა წიგნად], გოგოლაძე, გულბანი, დარჩიაშილი, ედიშერაშვილი, პატარიძე, ქობალია, შელია...

თუ გსურთ გვარის ისტორიის მეცნიერული გამოკვლევა ან მასთნ დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიღება, გთხოვთ იხილოთ გვერდი ‘რას გთავაზობთ’, სადაც მოცემულია ჩვენი მომსახურების პირობები. 

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2012 Georgian Genealogy. All rights reserved.